როდიდან დაიწყო საპატრიარქოს გავლენების გაძლიერება და რომელი ხელისუფლების დროს მიიღო მან დიდი დარტყმა?

  • 10 აპრილი 15:58

თეოლოგი ბექა მინდიაშივილი საქართველოს საპატრიარქოს გავლენების ჩამოყალიბების შესახებ სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს.

მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფოს მართლმადიდებლურ იდეოლოგიაზე შექმნა ზვიად გამსახურდიას იდეა იყო, თუმცა გავლენების განმტკიცებაში საპატრირქოს ედუარდ შევარდნაძემ ოფიციალურად შეუწყო ხელი.


მინდიაშვილის თქმით, საპატრიარქოსთვის საბიუჯეტო დაფინანსების გამოყოფა და სხვა რელიგიების დევნა შევარდნაძის ხელისუფლების ნიშაა.


"გავრცელებული აზრია, რომ საპატრიარქო სააკაშვილმა დაგვასვა თავს. ეს მთლად ასე არაა. ზოგადად მართლმაიდიდებლობის სახელმწიფო ფუნდამენტად, ღერძად, სახელმწფო იდეოლოგიად გამოცხადების იდეა გამსახურდიას ეკუთვნის, - მოისმინეთ მისი საპრეზიდენტო გამოსვლა, ხოლო მძთელი ეროვნული მოძრაობა, რესპუბლიკელებს თუ არ ჩავთვლით, ფაქტობრივად, მართლმადიდებლობის აღზევების მოძრაობაც იყო. ზოგი თეოდემოკრატიას ითხოვდა, სინოდით სათავეში, უმეტესობა კი მონარქიის აღდგენასა და სახელმწიფო მართლმადიდებლობას.


მაგრამ რაც უნდა უცნაური იყოს, ყველაზე დიდი როლი ამ "თავზე დასმაში" შევადნაძემ შეასრულა, რამდენადაც ეკლესია პოლიტიკის ლეგიტიმაციის წყაროდ აქცია, შეუქმნა საგანგებო სამართლებრივი, მედია, პოლიტიკური და ფინანსური რეჟიმი. შევადნაძისგან მოდის კონკორდატიც, საბიუჯეტო დაფინანსებაც, მედიაცენზურაც და სხვა რელიგიების აწყვეტილი დევნაც", - წერს ბექა მინდიაშვილი.


მისივე განმარტებით, საქართველო საპატრიარქოს ძალები სერიოზულად მიხეილ სააკაშვილის დროს შეირყა. თეოლოგი სააკაშვილის მმართველობის დროინდელ ოპზიციას საპატრიარქოს "ყურმოჭრილ მონას" უწოდებს.


"სააკაშვილის მმართელობის პირველ წლებში საპატრაიქროს ექსლუზიურ ბატონობას დიდი დარტყმა მიადგა, შეიცვალა დისკრმინაციული კანონები, მედიაგარემო, მოხდა საპატრიარქოსგან დისტანცირება (ერთ-ერთი ელჩი მეუბნებოდა, რომ პატრიარქი ნაწყენია, რადგან სააკაშვილი მეექვსე თვეა არ ხვდებაო), დაისაჯნენ რელიგიური ექსტრემისტები, მაგრამ მას შემდეგ, რაც მაშინდელმა ოპოზიციამ, 2007 წლის ნოემბერში, საპარლამენტო რესპუბლიკის მოთხოვნაში საპატრიარქო ამოიყენა გვერდით თავისი საკონსტიტუციო მონარქიით და ასევე რუსეთმა, ომის შემდეგ, პირდაპირ დაიწყო პატრიარქისა და მღვდელმთავრების გამოყენება ქართული სახელმწფოს წინააღმდეგ, ყველაფერი სამწუხაროდ, რადიკალურად შეიცვალა.


მიუხედავად ამისა, 2010 წელს, ფაქტობრივად, მთელი მმკ - ს საერო ლიდერშიფი დააკავეს (დაპატიმრებულები მაშინვე გამოაცხადა ოპოზიციამ სინდისის პატიმრებად და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გაათავისუფლა), ხოლო 2011 - ში, საპატრიარქოს ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, მიიღეს რელიგიების რეგისტრაციის ძალიან პროგრესული კანონი.


სააკაშვილის მმართველობის დროს არანაკლებ დამნაშავე ამ გაძლიერებაში ოპოზიცია იყო, რომელიც ყურმოჭრილ მონად ედგა საპატრიარქოს ყველაფერში. სააკაშვილის მთავარი შეცდომა საპატრიაქოს მსუყედ გამოკვება, - მისი უზომოდ გამდიდრება, პატრიარქის ქება - დიდება და სემინარიაში დაწყებული მოძრაობის ჩახშობა იყო იმ იმედით, რომ ამით "სამღვდელოებას" მიაყუჩებდა", - აღნიშნავს თეოლოგი.


ბექა მინდიაშვილი მოქმედი ხელისუფლებისა და საპატრიარქოს ურთიერთობასაც უსვამს ხაზს. მისი თქმით, ივანიშვილმა კარგად დაიწო თუმცა იმავე ტემპით ვერ გააგრძელა.


"ოცნების ხელისუფლებამ, უშუალოდ ივანიშვილმა, ერთი შეხედვით, კარგად დაიწყო - პირველმა მოგვიწოდა პატრიარქის საჯარო კრიტიკესკენ, მაგრამ 17 მაისს, გვახსოვს, რაც მოხდა და ახლაც აი, მგონი მარტო ამ კლიპის იმედადააა დარჩენილი", - წერს ბექა მინდიაშვილი.