"მხიბლავს უხილავ მტერთან ბრძოლა“ – გაიცანით, ქუთაისელი ინფექციონისტი, რომელიც ორი თვეა, COVID 19-ს ებრძვის

  • 10 აპრილი 10:09

პანდემიას ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადყოფოში 20–მდე ექიმის ებრძვის. წინა ხაზზე მდგომ ექიმებს შორისაა ნესტანი ჭეიშვილი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში კვირაში 7 დღე მუშაობს.


 

როგორც "პრაიმტაიმს“ ექიმი უყვება, ჯერ დაღლას ვერ გრძნობს და მიაჩნია, რომ ახლა დაღლის დრო არ არის.


მისი თქმით, ყველა რაც შეიძლება მეტი შემართებით უნდა დაირაზმოს უხილავი მტერის წინააღმდეგ.


მას ინფექციურ საავადყოფოში მუშაობის ცხრაწლიანი გამოცდილება აქვს, მაგრამ ეს პერიოდი ყველაზე დატვირთული და ყველაზე ემოციური.


ექიმი „პრაიმტაიმთან“ საუბარში პირველ პაციენტს იხსენებს, რომელსაც დადასტურებული COVID-19 აღმოაჩნდა.


„ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი. მაგრამ ამ შეთხვევაში თვითონ პაციენტიც იყო დარწმუნებული, რომ 90%–ით მას ვირუსი ექნებოდა და ემოციურად მშვიდად შეხვდა. ცხადია, ამან ჩვენც გაგვიიოლა მასთან კომუნიკაცია”, – ამბობს ინფექციონისტი ნესტან ჭეიშვილი.


ექიმისთვის უკვე ჩვეული გახდა ის სპეცფორმა და აღჭურვა, რომლითაც ინფიცირებულ პაციენტებს ხვდება.


ორი თვის განმავლობაში ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში სულ 200–მდე პაციენტი შემოწმდა, რომელთაგან „COVID-19“ მხოლოდ 10-ს დაუდასტურდა.


ინფექციონისტი ექიმი ამბობს, რომ პანდემიამ სრულიად შეცვალა მიდგომა პაციენეტებსა და ექიმებს შორის.


ის, რაც აქამდეც უჩვეულო და ყურადღების მიღმა იყო, ახლა მედიკამენტზეც მნიშვნელოვანი გახდა.


„ადრე თუ პაციენტები გვირეკავდნენ მხოლოდ იმისათვის, რომ თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობა ეკითხათ, ახლა პირიქითაა, ჩვენს მდგომარეობას კითხულობენ, ეს ძალიან ემოციურია“, – ამბობს ექიმი.


ნესტან ექიმს შესაბამისი ეკიპირებით, ყოველდღე და დღეში რამდენჯერმე უწევს ბოქსირებულ განყოფილებაში შესვლა.


ექიმისთვის ჩვეულებად იქცა ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტი.


ექიმის თქმით, მათთან კომუნიკაცია ყოველთვის ახალ ემოციებთან და დაძაბულობასთან არის დაკავშირებული.


ამ შემთხვევაში ეს არა შიში, არამედ გაფრთხილებაა.


ექიმი ფრთხილობს, რომ ბოქსირებული განყოფილებიდან არ გამოიტანოს ვირუსი და სხვის ჯანმრთელობას არ შეუქმნას საფრთხე.


ნეტსან ჭიეშვილის თქმით, ის სწორედ იქ არის, სადაც უნდა იყოს და კიდევ ერთხელ კმაყოფილია საკუთარი გადაწყვეტილებით.


„როგორც ექიმს, მხიბლავს უხილავ მტერთან ბრძოლა და ინფექციონისტობა. ეს არის გამოწვევა, რომელსაც ჯვარი გვწერია, ამ დროისთვის მინიმალური დანაკარგებით ვუმკლავდებით.


ახლა ცხადია იმაზე მეტი ინფორმაცია გვაქვს ამ ვირუსზე, ვიდრე ორი თვი წინ. ეს კი, გვეხმარება საკუთარი ემოციების მართვაში და პაციენტების დამშვიდებაში. მჯერა, რომ აუცილებლად მოვერევით და ყველაფერი კარგად იქნება”, – ამბობს ექიმი.


ექიმის უპირველესი რეკომენდაცია დისტანცია და ერთმანეთის მოფრთხილებაა.


ის იმედოვნებს, რომ მალე ყველაფერი დასრულდება.


წყარო