საკარანტინო სივრცეში მომხდარ ძალადობის ფაქტს ომბუდსმენი იკვლევს

  • 10 აპრილი 00:49

იზოლაციაში მყოფი ახალგაზრდა ქალი სექსუალური შევიწროების ფაქტზე საუბრობს. შემთხვევა, სავარაუდოდ, მარნეულის ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში მოხდა.

მსხვერპლის თქმით, მას ექიმმა COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემოწმების მოტივით, ფილტვების მოსასმენად  ჯერ გახდა, შემდგომ კი საწოლზე დაწოლა მოსთხოვა.


საკარანტინო ზონაში მომხდარ სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტს სახალხო დამცველი სწავლობს. ომბუდსმენის აპარატმა სამედიცინო რეგულირების სააგენტოსაც მიმართა. ორგანიზაცია „საფარი“ მოითხოვს, რომ ექიმი დროებით ჩამოშორდეს საქმიანობას.


ცნობისთვის, ინფორმაცია სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელდა.


წყარო