გაიცანით გოგო, რომელმაც კიბო დაამარცხა

  • 10 აპრილი 00:19

მარიამ სირბილაძე "გოგოების" ჯგუფში ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ კიბო განაჩენი არ არის.

"ჩემო გოგოებო. გახსოვთ ალბათ ქიმიოთერაპია როგორმა გაპრანჭულმა დავიწყე, თუმცა მარცხენა ფოტოზე კარგად ჩანს როგორმა განადგურებულმა დავასრულე 2018 წლის დეკემბერში.


დღეს დავასრულე მკურნალობა და მარჯვენა ფოტო დღევანდელია . ხედავთ განსხვავებას და ფერფლისგან აღდგომას ხომ ?- სრულიად ჯანმრთელი ვარ და მინდოდა მეთქვა თქვენთვის.


რადგან პირველები იყავით, რომლებმაც ჩემთან ერთად დაიწყეთ ბრძოლა, ჩემი გამხნევება და მოფერება. ჩემს კარგად ყოფნაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ ჯგუფს და არასოდეს იქნება მადლობა საკმარისი იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ.


P.S. თმა ჩემია კი, გამეზარდა. კიბო განაჩენი არ არის“, – წერს მარიამ სირბილაძე.


წყარო