კომენდანტის საათის დროს ახალციხეში მაღაზიიდან სიგარეტი მოიპარეს

  • 9 აპრილი 23:41

ე.წ. კომენდანტის საათის დროს ახალციხეში მაღაზიიდან თამბაქო და ალკოჰოლური სასმელი მოიპარეს.

"ღამე ბევრი პოლიციელი დავინახე. დილით რომ გამოვედი სახლიდან, ხალხი ტრიალებდა, კარებში რაღაც იყო ჩამოვარდნილი და აკეთებდნენ. როგორც გავიგე, ქურდობა შუა ღამეს მოხდა. მითხრეს, რომ სიგარეტი წაიღეს, სასმელიც. დიდი ზარალი არ ყოფილა“,- განუცხადა "პრაიმტაიმს" 9 აპრილის ქუჩის მაცხოვრებელმა.


თვითმხილველების თქმით, პირი იდენტიფიცირებულია. მაღაზია არასრულწლოვანმა გაქურდა.


წყარო