"100 მილიონი ძალიან დიდი თანხაა, პატივისცემის მეტს რას შეიძლება იმსახურებდეს"

  • 9 აპრილი 22:44

ფეხბურთელი რევაზ არველაძე „იმედის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეულ ქველმოქმედებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გადარიცხული თანხა საკმაოდ სოლიდურია.

"არ უნდა იყოს ძნელი მისახვედრი, როგორ გაიზარდა დილით ეს ფონდი 100 მილიონით.


პატივისცემის მეტს რას შეიძლება იმსახურებდეს ხალხი, ვინც თავის ქვეყანას თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება, თუმცა 100 მილიონი ძალიან დიდი თანხაა“,- განაცხადა რეზი არველაძემ.


ცნობისთვის, Stopcov-ზე ყველაზე დიდი თანხა 100 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილმა გაიღო.


წყარო