„არ შეიძლება მტვერსასრუტის გამოყენება“ - ქართველი ფიზიკოსი კორონავორუსის კიდევ ერთ თვისებაზე გვაფრთხილებს

  • 9 აპრილი 22:39

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ფიზიკის მიმართულებით (კვანტური ეფექტები ნანოსტრუქტურაში) ავთანდილ თავხელიძე კორონავირუსის იმ თვისებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მტვერთან არის დაკავშირებული.

მეცნიერი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ასეთ გაფრთხილებას აქვეყნებს:

„ყურადღება მიაქციეთ მტვერს სახლში და ქუჩაში. ჩემმა სტუდენტებმა იციან, რომ ჩვეულებრივი სისუფთავის ჰაერში (მაგალითად ოთახში) ერთ კუბურ სანტიმეტრში, დაახლოებით, 1000 მტვრის ნაწილაკია (თითოს ზომაა 1-10 მიკრონი). ეს ნაწილაკები შეიძლება იყოს კორონავირუსის მატარებელი.
ვირუსი თავისთავად მძიმეა (არ აქვს საკმარისი აფრიანობა) და ზედაპირებზე ჯდება. თუმცა, ის აგრეთვე ჯდება მტვრის ნაწილაკებზე, რომელთაც საკმარისი აფრიანობა აქვთ და შეუძლიათ დარჩნენ ჰაერში, მათზე მიმაგრებულ ვირუსთან ერთად.“


აქვე განმარტავს პროფესორი, რომ ვირუსს იმავე მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ, რომლებსაც ჰაერის მტვრისგან გასუფთავებისათვის ვიყენებთ:


„ეს მეთოდები კარგად არის ცნობილი და ფართოდ გამიყენება ნანოელექტრონიკაში. იატაკი უნდა დასუფთავდეს სველი მეთოდით (საპნიანი ტილო). არ შეიძლება მტვერსასრუტის გამოყენება. თავი უნდა ავარიდოთ ისეთ ვენტილაციის სისტემებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის ფილტრები არ აქვთ დამონტაჟებული. ჰაერს მტვრისგან კარგად წმენდს წყლის შხეფები (ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება მიკროელექტრონიკაში). ამიტომ, სასეირნოდ წვიმიანი ამინდი ჯობია. კორონავირუსის ზომა 0.15 მიკრონია და იგი გარკვეული ალბათობით ძვრება პირბადის ქსოვილში. თუმცა, ვირუსის მატარებელი მტვრის ნაწილაკი (რომლის ზომა უკვე 1-10 მიკრონია) პირბადეში ნაკლები ალბათობით ძვრება,“ - წერს ავთანდილ თავხელიძე.


 


პროფესორი ავტანდილ თავხელიძე