ბათუმში კორონავირუსი დედასა და მის 10 წლის შვილს დაუდასტურდათ

  • 9 აპრილი 21:11

ბათუმში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია დედა-შვილი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ორივე შემთხვევა იმპორტირებულია.

მისივე თქმით, 40 წლამდე ქალი და 10 წლის მოზარდი თურქეთიდან 5 დღის წინ დაბრუნდნენ. ისინი სარფის საბაჟოდან საკარნტინო ზონაში მოათავსეს, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ კი კორონავირუსზე გამოიკვლიეს.


მათი ყველა კონტაქტი ცნობილია, მეთვალყურეობის ქვეშ ოჯახის კიდევ ორი წევრი იმყოფება. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. დედა-შვილი კლინიკა „მედალფაში“ არიან მოთავსებულები, სადაც ჯამში 16 პაციენტი მკურნალობს.


ინფიცირებულთა შორის ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, 6 მათგანს პნევმონია აქვს.


წყარო