თამბაქოს მოხმარება კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის

  • 9 აპრილი 18:25

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტის, ეკა ნაფეტვარიძის განცხადებით, თამბაქოს მომხმარებელი პაციენტები რისკჯგუფში შედიან.

"რესპირატორული ვირუსული ინფექციების მხრივ, თამბაქოს მომხმარებლები მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. რადგან კორონავირუსი იგივე რესპირატორული ვირუსული ინფექციაა, შესაბამისად, თამბაქოს მომხმარებელი პაციენტები რისკჯგუფში შედიან“, – აღნიშნა ნაფეტვარიძემ.


მან ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ყნოსვის სრული გაქრობა აღენიშნებათ.


"შეიძლება პაციენტს გამოვლენილი არ ჰქონდეს ცხელება და ერთ-ერთი პირველი სიმპტომი სწორედ ყნოსვის სრული გაქრობა იყოს“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.


წყარო