18 წლის ახალგაზრდა, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა, თინეიჯერებს აფრთხილებს - "ეს სახუმარო არ არის“

  • 9 აპრილი 18:09

18 წლის ახალგაზრდა, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გამოჯანმრთელების შემდეგ თანატოლებს მიმართავს.

„მე მინდა ყველას გავაგებინო, რომ არ აქვს მათ ასაკს მნიშვნელობა. მას შეუძლია თქვენზე სერიოზულად იმოქმედოს და დაგაზიანოთ თქვენც ისევე, როგორც მე დამაზიანა. მე ყველას პასუხისმგებლობის იმედი მაქვს, რადგან ეს სახუმარო არ არის. ეს რეალური პრობლემაა“ - აცხადებს დიმიტრი მიტჩელი.