გიორგი კეკელიძე: დღეს, 22:00 საათზე, შევაღოთ ფანჯრები, ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ და დროშები გადმოვფინოთ

  • 9 აპრილი 17:53

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე მოსახლეობას, 9 აპრილის დღის აღსანიშნავად იდეას სთავაზობს.

"არსებობს იდეა და ვფიქრობ, აუცილებლად განსახორციელებელი. დრო ცოტაა, მაგრამ სრულიად საკმარისი გახლავთ: დღეს, 22:00 საათზე, სახლებში მყოფებმა, შევაღოთ ჩვენი ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ, ხოლო ვისაც გააჩნია - დროშები გადმოვფინოთ. ეს დღე გმირების ტრაგიკულად დაღუპვის და დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის და ამ ამბის თქვენს კედლებზე მოფენის“, - ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის განცხადებაში.