კურიოზი ინფექციურში - ექიმმა თქვა, რეჟისორმა მითხრა, კლიზმის გაკეთება მინდა თქვენთვისო...

  • 9 აპრილი 17:30

ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გოგა ბერიძე კლინიკის ერთ-ერთი ექიმისა და რეჟისორის სახალისო დიალოგს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 

"მირეკავს სამედიცინო პერსონალი: ვიღაც რეჟისორმა დამირეკა კლიზმის გაკეთება მინდა თქვენზეო... გადაირია ეს ქალი - თქვენ რატომ უნდა გამიკეთოთ კლიზმა, იქით ვაკეთებთ კლიზმებსო... ახლა რეჟისორი გადარეულა - არ მინდა ქალბატონო კლიზმის გაკეთებაო... გადავურეკე ამ რეჟისორს... ეჰ, დაღლას რა ვუთხარი-კლიპის გადაღება სდომებია... კი დაკარგა ყველაფრის სურვილი - კლიზმისაც და კლიპისაც..." - წერს გოგა ბერიძე.


ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ საზოგადოების მხრიდან მედპეროსნალის მიმართ განსაკუთრებული პასტივისცემა იგრძნობა, ადამიანები ექიმებს შეძლებისდაგვარად ამხნევებენ, ხატავენ მათ პორტრეტებს, ძერწავენ მათ გამოსახულებებს, უგზავნიან ყვავილებსა და საკვებს კლინიკაში.