თეა გვასალია იზოლაციაზე: ნელ-ნელა დმანისელ მზიას ვემსგავსები

  • 9 აპრილი 17:45

ესპანური ენის პედაგოგი და ყოფილი ტელეწამყვანი თეა გვასალია თვითიზოლაციაში ყოფნის დროს დაცული რეკომედაციებისა და დაშვებული შეცდომების შესახებ სახალისო პოსტს აქვეყნებს.

"ზედმიწევნით ვიცავ ინფექციონისტების, ჩვენი და ესპანეთის მთავრობის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და თუკი ვინმე რამეს იძლევა, ყველას რეკომენდაციას. ერთადერთი გამოუსწორებელი შეცდომა, რომელსაც ყოველდღე ვუშვებ არის:


"აუ, რა გემრიელი კექსია! ერთ ნაჭერსაც შევჭამ და მორჩა" ოღონდ არ ვიცი, ტკბილეულს უარესი შედეგი მოაქვს თუ იმას, რომ სალონების ასევე გაურკვეველი ვადით დაკეტვის გამო, ნელ-ნელა დმანისელ მზიას ვემსგავსები. მაგრამ ჟანგბადზე მიერთებულ გამხდარ და დავარცხნილ ჰომო საპიენსს, ალბათ ჯანმრთელი და ზომიერად ფერხორციანი, ჰომო ერეკტუს გეორგიკუსი ჯობია", - წერს გვასალია.



საქართველოში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული, ქვეყანაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი და კომენდანტის საათი მოქმედებს. ადამიანების უმრავლესობა გადაუდებელი აუცილებლობის გამო სახლიდან არ გადიან.