როგორ მოქმედებს სექსი ადამიანის ჯანმრთელობაზე

  • სხვადასხვა
  • 11 ოქტომბერი 23:50

ბედნიერებისგან გაბრწყინებული სახე, თავდაჯერებულობა, სიმშვიდე, წარმოუდგენელი ოპტიმიზმი _ მსგავსი ცვლილებების მიზეზი ერთდროულად მარტივიცაა და რთულიც. თუმცა სიყვარული და სექსი მშვენიერი განწყობისა და ჯანმრთელობის საწინდარია.

მედიცინა არ იღლება, ამტკიცოს, რომ რეგულარული სექსი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ააქტიურებს ტვინის მუშაობას, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას და აძლიერებს იმუნურ სისტემას.


ჰარმონიული სასიყვარულო ურთიერთობა ასტაბილურებს შინაგანი ორგანოების მუშაობას, გაფრთხილებას აძლევს ორგანიზმს ზოგიერთი ქრონიკული დაავადების გამწვავების შესახებ, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ამაღლებს კუნთების ტონუსს და ახალგაზრდულ მოქნილობას აძლევს სისხლძარღვებს.


სამკურნალო პრეპარატების უმეტესობისგან განსხვავებით, სექსს არ აქვს უკუჩვენება, და რაც მთავარია, ასეთი წამლის გამოყენება ჭეშმარიტი სიამოვნებაა!


სექსი, ეს ყველაზე სასიამოვნო "წამალია" დაბერების წინააღმდეგ. ის აძლიერებს გულის მუშაობას. კვლევამ, რომელიც ირლანდიაში ჩატარდა, აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად დაკავდებიან სექსით, ინფარქტისა და ინსულტის ალბათობა ორჯერ უმცირდებათ.


სექსი მეორე ტიპის დიაბეტის მშვენიერი პროფილაქტიკაა. ორგაზმის შემდეგ ქალებშიც და მამაკაცებშიც ინსულინის დონე მატულობს.


შეყვარებულებში 30 პროცენტით იზრდება ანტისხეულები ვირუსული ინფექციების მიმართ, ამიტომ ისინი ნაკლებად ავადდებიან გრიპით.


სექსი საუკეთესო ტრენაჟორიცაა. აღგზნების დროს პულსის დარტყმა წუთში 150-ს აღწევს, ნახევარ საათში კი 200-მდე კალორია იწვება. ყველა კუნთი მათთვის ბუნებრივ დატვირთვას იღებს.


არსებობს მონაცემები, რომ წყვილები, რომლებიც რეგულარულად კავდებიან სექსით, 2-3 წლით ახალგაზრდულად გამოიყურებიან იმ თანატოლებთან შედარებით, რომლებმაც სასიყვარულო ურთიერთობებში ფიასკო განიცადეს.


სექსის კიდევ ერთი დადებითი თვისება ის არის, რომ ის საუკეთესოდ ებრძვის სტრესს. ინტიმური ურთიერთობისას სისხლში ძლიერად ეცემა კორტიზოლის დონე _ `სტრესის ჰორმონი~.


სექსუალური აქტივობა ადამიანს თავდაჯერებულობას მატებს, ის ძალიან მნიშვნელოვანია კანის ჯანმრთელობისთვისაც.


სიყვარული და სექსი ჯადოსნურად მოქმედებს გარეგნულ მონაცემებზე. სისხლის აქტიური ცირკულაცია სექსის დროს კანის უჯრედების რეგენერაციას აჩქარებს. ამის წყალობით კანი ნაზი და ხავერდოვანი ხდება. იმავე მიზეზით უმჯობესდება თმის სტრუქტურაც.

სრული ვერსიის ნახვა სხვადასხვა