ბავშვებისთვის სილის გაწნა დასჯადი გახდა

  • newpost.ge
  • 11 ოქტომბერი 21:52

SKY NEWS- ის ინფორმაციით, შოტლანდია პირველი ქვეყანაა, სადაც კანონის შესაბამისად, მშობლებს ეკრძალებათ შვილებისთვის სილის გაწნა.

 

შოტლანდიის პარლამენტში აღნიშნულ გადაწყვეტილებას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ამ ფორმით პოლიტიკოსები ბავშვებს ზრდასრულტა ძალადობისგან იცავენ. 


ამ კანონმდებლობის მიხედვით, შოტლანდია იქნება პირველი ქვეყანა, სადაც ბავშვებზე ფიზიკურ დასჯას მშობელთა მხრიდან განიხილავენ როგორც კრიმინალურ აქტს.


კანონი მკაცრად ვრცელდება აგრეთვე სკოლასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მასწავლებლებზეც.


შოტლანდიის მწვანეთა პარტიის წევრმა, ჯონ ფინმა განაცხადა, რომ 21-ე საუკუნეში ბავშვის აღზრდისთვის ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, ბავშვები იმსახურებენ, ისეთი უფლებებითა და კანონის შესაბამისად დაცვის მექანიზმით სარგებლობდნენ, როგორიც ეს ზრდასრულებს გააჩნიათ.

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge