ქალი, რომელიც დღის განმავლობაში მაღაზიაში 11-ჯერ შევიდა, დააჯარიმეს

  • 8 აპრილი 10:48

იტალიელმა პოლიციელებმა ქალი დააჯარიმეს, რომელიც დღის განმავლობაში მაღაზიაში 11-ჯერ შევიდა. შემთხვევა ქალაქ გრადოში მოხდა.

 


უცხოური მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქალი ორჯერ გააფრთხილეს, სახლში დარჩენილიყო.


გაფრთხილების მიუხედავად, ქალმა მაღაზიაში მეთერთმეტედ დააპირა შესვლა, 280 ევროს ოდენობით ჯარიმა გამოუწერეს.