სუპერმთვარეობა 8 აპრილს: ასტროლოგების რჩევები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • 8 აპრილი 09:49

აპრილი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის ცვლილებებისა და გამოცდების თვეა.

8 აპრილს კი სუპერმთვარეობა გველოდება. ესაა საბედისწერო დღე, რომელიც ცხოვრების ჩვეულ წესებზე უარის თქმას ითვალისწინებს
სუპერმთვარეობა 8 აპრილს გააძლიერებს ისედაც საგანგაშო პერიოდის ნეგატიურ ტენდენციებს, დათესავს ქაოსს ჩვენთვის მნიშვნელოვან სფეროებში. მთვარე სასწორის ნიშანში იქნება.


სიტყვა „სუპერმთვარეობა“ ბოლო წლებში გახდა პოპულარული და ნიშნავს სავსემთვარეობას, როდესაც მთვარე უფრო დიდი მოჩანს და უფრო კაშკაშაა. სუპერმთვარეობა – ესაა მთვარის განსაკუთრებული მდგომარეობა, როდესაც მთვარის ორბიტა მაქსიმალურად ახლოსაა დედამიწასთან. საოცრად ლამაზი სანახაობაა, რომელსაც ასევე საშიში შედეგები შეიძლება ჰქონდეს ენერგეტიკული თვალსაზრისით.


ასტროლოგები 8 აპრილის სუპერმთვარეობისთვის გვირჩევენ, ვიყოთ ყურადღებით, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მივყვეთ მათ რჩევებს.


ვერძი


საკმაოდ დინამიკური დღე გელოდებათ. შესაძლოა, ბევრი გაუთვალისწინებელი რამ მოხდეს. ემოციები და ირგვლივ ქაოსი ცივი და მიუკერძოებელი ანალიზის შესაძლებლობას გაართულებს. არ ღირს ბედნიერი შემთხვევითობის იმედზე ყოფნა. ასტროლოგები გირჩევენ, გქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი. სჯობს, დროებით შეჩერდეთ, განიტვირთოთ ფსიქოლოგიურად და კარგად დაისვენოთ.


კურო


სუპერმთვარეობა თქვენს ცხოვრებაში ცვლილებებსა და სიახლეებს მოიტანს. ეს იქნება მომატებული ნერვოზულობის დღე. ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება სახლში მიმდინარე მოვლენები, ოჯახი, ახალი მოვალეობები. მიუხედავად პასუხისმგებლობისა, ნამდვილად ღირს პერფექციონიზმზე უარის თქმა – ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს შეუძლებელს, ამან, შესაძლოა, ძლიერი გადაღლა გამოიწვიოს. ასტროლოგები გირჩევენ, მოერიდოთ უსიამოვნო ადამიანებს, ენერგეტიკულ ვამპირებს. შეიქმენით კომფორტული პირობები და დაიცავით დღის რეჟიმი.


ტყუპი


ტყუპებისთვის  ძალზე მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოთ ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა. წარმატებებია მოსალოდნელი სასიყვარულო ასპარეზზე. ასევე, შეძლებთ, რომ თავი აარიდოთ ფინანსურ სირთულეებს. ამისთვის საჭიროა ყველა უარყოფითი აზრის განდევნა. ასტროლოგების რჩევაა, ისწავლოთ გულის ნდობა, გულის კარნახით მოქმედება. თუ გონება თქვენს გულთან ბრძოლას გააგრძელებს, არის ალბათობა იმისა, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.


კირჩხიბი


ამ ენერგეტიკულად მძლავრ დღეს ფინანსურ და სამუშაო საკითხებში უნდა გაგიმართლოთ. დროა, მსხვერპლის როლიდან გამოხვიდეთ და გამარჯვებულის როლი მოირგოთ, მუდმივად სხვებისთვის ძალისა და ენერგიის დახარჯვას შეეშვათ და საკუთარ თავზე იფიქროთ. იდეალური დროა გარიგებებისა და ინტელექტუალური სამუშაოსთვის. ასტროლოგები გირჩევენ, დაასრულოთ დაწყებული საქმეები, მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ არ გადადოთ, მოთმინებით აღიჭურვოთ, შეიყვაროთ საკუთარი პიროვნება და მიიღოთ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად.


ლომი


სუპერმთვარეობა მოგმატებთ მღელვარებას, შეგიქმნით დისკომფორტს: ცხოვრების პირობები, საშინაო საქმეები, სამუშაო უფრო მკაცრი გახდება. რაღაცაში დათმობა მოგიწევთ, რაღაცის – ხელახლა დაწყება, ზოგ რამეზე კი – საერთოდ უარის თქმა. ასტროლოგები გირჩევენ, შენარჩუნოთ პოზიტივი და იმის ნაცვლად, რომ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე იღელვოთ, შეიტანეთ თქვენს ცხოვრებაში სასიხარულო მომენტები. ეცადეთ, რომ ფიზიკურადაც და ემოციურადაც საჭირო მდგომარეობაში იყოთ.


ქალწული


ძალზე პოზიტიური დღე გელოდებათ. არ დაუგდოთ ყური გარშემომყოფების რჩევებს და მხოლოდ საკუთარ შეგრძნებებსა და ინტუიციას, სიბრძნეს დაეყრდენით. არ არის გამორიცხული, რომ საინტერესო იდეები გაგიჩნდეთ – აუცილებლად დაიმახსოვრეთ ისინი, ან ჩაიწერეთ. ასტროლოგები გირჩევენ, დაემშვიდობოთ ყველაფერს, რასაც თქვენთვის დაღლილობა, სევდა და იმედგაცრუება მოაქვს. განეწყვეთ პოზიტიურად.


წაიკითხეთ სრულად