"ყველა ექიმს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ზიარებიდან შესაძლოა, ადამიანს რამე გადაედოს, ამაში ვერ დავეთანხმები"

  • 7 აპრილი 22:50

როგორც დეკანოზმა შალვა კეკელიამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებასთან დაკავშირებით ეკლესიას ჯერჯერობით წესი არ შეუცვლია.

რაც შეეხება ზიარების წესს, დეკანოზის განცხადებით, ზიარება არის "საკურნებლად სულისა და ხორცისა და ის არ შეიძლება დაავადების წყარო გახდეს".


"ზიარებასთან დაკავშირებით მე ყველა ექიმს დიდ პატივს ვცემ, მათ გმირული თავდადება გამოიჩინეს, ადამიანების გადასარჩენად, მათ კომპეტენციაში ეჭვი არ შეგვაქვს მკურნალობის თვალსაზრისით, რომ პროფესიონალები არიან თავისი საქმისა. მაგრამ, რაც შეეხება ზიარებას, ღვთის საიდუმლოს, ამაში ვერ დავეთანხმები ვერც ერთ ექიმს, რომ ზიარებიდან შესაძლოა, ადამიანს რამე სენი გადაედოს. როდესაც ვაზიარებთ ადამიანს, ასეთი სიტყვებით მივმართავთ, რომ ეს არის საკურნებელი სულისა და ხორცისა. არ შეიძლება ის, რაც სულისა და ხორცის საკურნებელადაა, გახდეს დაავადების წყარო ან თავის თავში რამე დაავადებას ატარებდეს", - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.