კორონავირუსით დაავადებულთათვის Tesla-მ ხელოვნური სუნთქვის აპარატი წარადგინა

  • 7 აპრილი 22:38

Tesla-მ ხელოვნური სუნთქვის აპარატის 2 პროტოტიპი წარადგინა, რომლებიც კომპანიის მანქანების, მათ შორის Model 3-ის დეტალებისგან არის აწყობილი.

 

ამჟამად სისტემის ბოლო ცდები მიმდინარეობს. დამტკიცების შემდეგ კი მოწყობილობას კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენებენ.


Tesla-ს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ იგი სასუნთქი აპარატის არსებული ვერსიის გაუმჯობესების მაგივრად ახლის გამოგონებას ცდილობს. კომპანიის ინჟინრებმა კი განმარტეს, რომ ისინი მაქსიმალურად იყენებენ თავიანთი ელექტრომობილების დეტალებს, რომლთა შესაძლებლობებიც კარგად იციან და ამავდროულად დიდი რაოდენობითაა ხელმისაწვდომი.