კორონავირუსი გლდანში - საცხოვრებელი კორპუსი კარანტინშია

  • 7 აპრილი 17:51

გლდანში, კორონავირუსის გამო, დევნილებით დასახლებული ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად კრანტინშია. 

მეზობლების ინფორმაციით, კორპუსში მცხოვრები ერთი ოჯახის 3 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სამართალდამცველებმა კორპუსის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.


კორონავირუსი ახალგაზრდა კაცსა და მის მშობლებს დაუდგინდათ. 


ანალიზები კაცის მეუღლეს და მცირეწლოვან შვილსაც აუღეს. მათი კვლევის პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.


მეზობლების ინფორმაციით, ინფიცირებულ პირებს სიმპტომები არ აღენიშნებოდათ და ისინი თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. მათივე თქმით, ტერიტორია ამჟამად მკაცრად კონტროლდება. შენობაში 25 ოჯახი ცხოვრობს. 


კორპუსთან პოლიციაა მობილიზებული, რომელიც 24 საათის განმავლობაში პატრულირებს და იმ პირებს, რომლებიც აღნიშნული დასახლების მცხოვრებლები არ არიან, ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ ძლევს. ხოლო კორპუსის ბინადრებს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, აძლევენ შენობიდან გასვლის უფლებას.


წყარო