ილია ჯიშკარიანი: მე მირჩევნია მერქვას მკვლელი, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთან ძალადობაში

  • pia.ge
  • 11 ოქტომბერი 00:01

სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატი ილია ჯიშკარიანის ვიდეოს "რუსთავი 2" ავრცელებს, რომელიც მისმა ოჯახის წევრებმა საავადმყოფოს პალატაში ადვოკატთან საუბრის დროს ჩაწერეს.

 „მე მიგალობია ჩოხა მცმია. მე არ შემიძლია ამ ტიტულით ამ ქვეყნიდან გასვლა. მე მირჩევნია მერქვას მკვლელი, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთან ძალადობაში“- ამბობს დეპუტატი ვიდეოში.


საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ილია ჯიშკარიანი, სხვა მტკიცებულებებთან ერთად მისი თანამშრომლების ჩვენებების გამოყენებასაც აპირებს.


შეგახსენთ, რომ ილია ჯიშკარიანის პროცესი ხვალ 12:30 წუთზე არის ჩანიშნული, რომელზეც სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge