"არ მეგონა, რომ ასე დამანგრევდა მისი წასვლა" - კახი კავსაძე გივი ბერიკაშვილს იხსენებს

  • 10 ოქტომბერი 22:22

მსახიობი კახი კავსაძე გადაცემა "პროფილში" გივი ბერიკაშვილთან ურთიერთობას იხსენებს:

"ჩვენ მეგობრები ვიყავით, როგორც კი მოვხვდი ინსტიტუტში გივი გავიცანი და მას შემდეგ სულ ერთად ვიყავით, მერე ჩვენმა შვილებმა გაიცნეს ერთმანეთი. გივი რომ გარდაიცვალა მართალი გითხრათ, ჩემთვის დაცარიელდა თითქოს სამყარო, ბერიკა აღარ იყო, ბერიკა. ნიჭიერი კაცი და უმაღლესი რანგის არტისტი იყო.როგორ გეკადრებათ, შემთხვევით ამ ქვეყნად არაფერი არ ხდება. ყველას უყვარდა, სამაგალითო კეთილშობილი კაცი იყო, როგორც მამა, როგორც კაცი, როგორც მსახიობი. ძმები ვიყავით მე და გივი და როცა წავიდა ამ ქვეყნიდან მე ძალიან დამაკლდა სულიერად",- იხსენებს კახი კავსაძე.


"არ მეგონა, რომ ასე დამანგრევდა მისი წასვლა, ვფიქრობდი, რა ვუყოთ ახალ, წავიდა, მაგრამ არა, ძალიან მძიმედ გადავიტანე მისი წასვლა",- აღნიშნა მსახიობმა.