ირანში ქალები უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში საფეხბურთო მატჩს პირველად დაესწრნენ

  • radiotavisupleba.ge
  • 10 ოქტომბერი 22:04

ირანელი ქალები უკანასკნელი ორმოცი წლის განმავლობაში პირველად დაესწრნენ ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო გუნდის მატჩს. მანამდე ქალებს სტადიონზე შესვლა ეკრძალებოდათ.

ხუთშაბათს ირანის საფეხბურთო ნაკრებმა თეირანში გამართულ მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მატჩში ანგარიშით 14:0 დაამარცხა კამბოჯის გუნდი. როგორც მიმომხილველები შენიშნავენ, ეს თამაში, მიუხედავად შთამბეჭდავი ანგარიშისა, უფრო დასამახსოვრებელი იქნება სცენებით ტრიბუნებზე.


ეს იყო 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ პირველი თამაში, რომელზეც ქალები შეუშვეს საგანგებო მიწვევის გარეშე. ქალები ხშირად იძულებული იყვნენ კაცის სამოსში გადაცმულებს მალულად ეყურებინათ საფეხბურთო მატჩებისთვის.
10 ოქტომბრის თამაშზე 3500 ბილეთი გაიყიდა ქალებისთვის. სტადიონზე ქალები და კაცები ცალ-ცალკე ისხდნენ. ქალებს თამაშის დროს ზედამხედველობას უწევდნენ ქალი პოლიციელები.
უფლებადამცავმა ორგანიზაციებმა კრიტიკა გამოთქვეს შეზღუდული რიცხვის გამო მაშინ, როცა სტადიონზე 80 ათასი მაყურებელისთვისაა ადგილი.


საფეხბურთო მატჩებზე ქალების დასწრების აკრძალვის თემა მსოფლიოს მოედო საჰარ ხოდაიარის სიკვდილის შემდეგ. „ლურჯ გოგონად“ წოდებულმა ახალგაზრდა ფეხბურთის გულშემატკივარმა ქალმა ხოდაირიმ თავი დაიწვა სასამართლო პროცესის მოლოდინში, როცა სტადიონზე კაცად გადაცმული შესვლის მცდელობის გამო მის საქმეს განიხილავდნენ. საჰარ ხოდაიარი 9 ოქტომბერს გარდაიცვალა.

სრული ვერსიის ნახვა radiotavisupleba.ge