"დედა ისე დაკრძალეს ვერ დავესწარი, ვერ ვეჭვობ საიდან მოვიდა ეს ვირუსი" – კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის შვილი

  • 6 აპრილი 22:59

საქართველოში კორონავირუსის პირველი მსხვერპლის, 81 წლის ქალის შვილი ამბობს, რომ დედამისი ისე დაკრძალეს, ის მის დაკრძალვას ვერ დაესწრო, რადგან ქალსაც კოროვანირუსი აქვს.

მისი თქმით, ის ვერ ეჭვობს საიდან მოვიდა ვირუსი, რადგან შეხება არავისთან ჰქონია.

„ვერ ვეჭვობ საიდან მოვიდა ეს ვირუსი. არავისთან შეხება არ გვქონია, არსად არ დავდიოდით, მხოლოდ მაღაზიაში გავიდოდით და მოვიდოდით. ერთადერთი რასაც ვფიქრობ ეს არის ფული. პენსია ავუღე და მოვიტანე, თანხა ბანკომატიდან მოვხსენი.“, – ამბობს გარდაცვლილი 81 წლის ქალის შვილი.

როგორც ირკვევა, სახლში ბებია, შვილი, შვილიშვილი და კატა ცხოვრობდნენ.

შეგახსენებთ, რომ 81 წლის ქალი კვირას დაკრძალეს.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა.

წყარო