"ყანჩელის ნაცვლად რომ გმინავთ, მთაწმინდაზე რატომ არ დაკრძალესო, ყანჩელს კითხეთ?"- რას წერს გრიგოლ გოგელია

  • 10 ოქტომბერი 22:00

2017 წლის თბილისის მერის არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი გრიგოლ გოგელია საოციალურ ქსელში გია ყანჩელის დაკრძალვის შესახებ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მაესტროს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა სულაც არ სურდა.

"ყანჩელის ნაცვლად რომ გმინავთ, მთაწმინდაზე რატომ არ დაკრძალესო, ყანჩელს კითხეთ? არ უნდოდა ამ კაცს მთაწმინდა! მისი სურვილი იყო დიდუბეში დაკრძალულიყო. ერთერთ ინტერვიუში,სადაც სთავაზობენ თბილისში სადმე წავიდეს, ბოლოს სწორედ დიდუბეში მიდის, შეგნებულად. ყვება, რომ ყველა მისი მეგობარი და ახლობელი იქ განისვენებს.


იმასაც იხსენებს, ერთხელ იქ მისული როგორ დაინახა სასაფლაოს დირექტორმა, რომელიც პერსონალს ესაუბრებოდა და თქვა, "აი, გია ყანჩელიც მოვიდაო", რაზედაც ყანჩელმა ხუმრობით მიუგო: "ნუ გეშინიათ, ასაზომად არ მოვსულვარო".


ზოგს უჭირს იმის დაჯერება, რომ შეიძლება ადამიანს არ სურდეს მთაწმინდა. არადა, ბოლო საუკუნის უდიდესი ქართველი მოაზროვნე საბურთალოს სასაფლაოზე წევს. და საერთოდ, მთაწმინდაზე უკეთესი ცხოვრებაში ბევრი რამეა",- წერს გრიგოლ გოგელია.