ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენი ექიმები ძალიან ეფექტურ ნაბიჯებს დგამენ და ყოველთვის იბრძვიან პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად

  • 6 აპრილი 21:55

"ყველა ექიმი, ყოველთვის იბრძვის პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმ გამოსავლისთვის, რომელსაც ჩვენ ვიღებთ" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „აჭარის“ პირდაპირ ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის თოქ-შოუ "თავისუფალ სივრცეში" ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში არსებული მძიმე პაციენტების მიუხედავად, ქართველი ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ ლეტალური შედეგბი საქართველოში არ გაიზარდოს.


"მოვერიდები, რომ ცუდი პროგნოზები გავაკეთო, ვინაიდან ეს მოტივაციაზეც საკმაოდ მოქმედებს. რა თქმა უნდა, არიან საყურადღებო პაციენტები, არიან მძიმე პაციენტებიც. მაგრამ  დარწმუნებული ვარ და მაქვს ინფორმაციაც, რომ ჩვენი ექიმები ძალიან ეფექტურ ნაბიჯებს დგამენ და ისინი 24 საათიან რეჟიმში ანხორციელებენ ამ მონიტორიგნს, რის შედეგადაც ჩვენ ვართ დარწმუნებულები, თუ პაციენტს არ აქვს მრავლობითი ქრონიკული დაავადებები, ჩვენი ექიმები შეძლებენ ინფიცირებულის განკურნებას" - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


მან ასევე ისაუბრა, იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო უცხოეთის გამოცდილებიდან, კერძოდ კი პაციენტები, რომლებიც არ იქნებიან მძიმე მდგომარეობაში, მკურნალობას სახლშიც შეძლებენ.


"ეს ნაბიჯი გადავგდით, რომ მოსამზადებელ პერიოდს უკეთესად დავხდეთ, იმ შემთხვევაში თუ ჩვენთან პიკის პერიოდი იქნება ყველაზე ცუდი სცენარით განვითარებული. აქედან გამომდინარე იყო მნიშვნელოვანი, დაგვეწყო ეს გადამზადებები და ტრენინგები ექიმებისთვის და ასევე, პაციენტების შეგუება იმასთან, რომ შეიძლება გახდეს საჭირო მათი სახლში მკურნალობა და ესეც გარკვეული პრაქტიკით გამოგვეცადა და დაგვედგინა ზუსტი ეფექტურობა, სწორედ ამიტომ ჩვენ დავიწყეთ მზადება დროზე ადრე"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა „თავისუფალ სივრცეში.“


ასევე მინისტრის თქმით, შესაძლოა ქვეყანაში არც გახდეს იმის საჭიროება, რომ პაციენტებმა სახლში იმკურნალონ, თუმცა ამ მეთოდის შემუშავებაც უსაფრთხოებისთვის და წინასწარ მომზადებისთვის საჭიროა.


"რა თქმა უნდა, შეიძლება ეს საჭირო საერთოდაც არ გახდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ პაციეტების რიცხვი კლინიკებში ჰოსპიტალიზაციას აღმატებული იქნება, ჩვენ ვიქნებით მზად იმისთვის, რომ ეს პაციენტები განვათავსოთ საკარანტინო სივრცეში, სადაც ისინი ასევე იქნებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სხვა ქვეყნებში ესეთი მიდგომა არ ყოფილა. იქ ძირითადად ექიმები მოუწოდებდნენ პაციენტს, რომ მხოლოდ სახლში დარჩენილიყვნენ იზოლაციაში. ჩვენ უბრალოდ შევაჯერეთ რამდენიმე ქვეყნის გამოცდილება და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აგვეღო მათი ჯამური საუკეთესო გამოცდილება და დაგვეხევწა ის ქართული რეალობისთვის" - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ "თავისუფალ სივრცეში".