პოლიტიკური ქულების დაწერა, ამ მტკივნეულ დროს არის უნამუსობის პიკი – სანდრო თოფურია სააკაშვილზე

  • 6 აპრილი 22:41

საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში სანდრო თოფურია, საქართველოს ექსპრეზიდენტის პოსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის არის „ინტრიგანი“ და მსგავსი ინფორმაციით გავრცელება დესტრაბილიზაციას უწყობს ხელს.

„ყველაფერს აქვს საზღვარი , მათ შორის უნამუსობას!!! მთელი ქვეყნის მაშტაბით ჩვენი კონსულები ნანა ჩაბრავა, თორნიკე ბერეკაშვილი, ირაკლი ადვაძე – 24 საათის რეჟიმში ეძებდნენ და სახლში აბრუნებდნენ სურვილის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს, ყველას განურჩევლად პოლიტიკური თუ სხვა მდგომარეობიდან გამომდინარე!


აბსოლიტირად ყველა იყო უზრნულველყოფილი პირველადი საჭიროების პოზიციებით და მათთან ქონდათ მუდმივი კონტაქტი სანამ არ დაბრუნდნენ სამშობლოში!


პოლიტიკური ქულების დაწერა , ამ მტკივნეულ დროს არის უნამუსობის პიკი! დესტაბილიზაცია ნებისმიერ ფასად მხოლოდ ქვეყნის მტერს შეუძლია იკადროს!!!


ის ორი პასპორტი ამოატრიალეთ , წითელი გვერდები რომ უჩანს ვიდეოში და მერე ილაპარაკეთ ათზე მეტი ხართ თუ არა!!! ინტრიგანი!!!“, – წერს თოფურია.