ვის, როგორ გადააქვს დაშორების ტკივილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

  • horoskopi.ge
  • 10 ოქტომბერი 20:16

გაიგე, რაოგორი არიან სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები დაშორების შემდეგ.

ვერძი - თუ თვითონ დაგშორდა ე.ი. ეს გადაწყვეტილება ბევრი ფიქრისა და მსჯელობის შედეგად მიიღო. პარტნიორის ცრემლები ცოტა დაანაღვლიანებს, თუმცა დროებით... აი, თუ კი ვერძი მიატოვეს მაშინ საქმე ასე მარტივად და მშვიდად ვერ დასრულდება. დარდისა და ტირილის ნაცვლად ნამდვილ სკანდალს მოაწყობს. ასე, რომ თუ კი ვერძს მიატოვებ იცოდე, რომ ის ცხოვრებას ნამდვილ ჯოჯოხეთად გიქცევს.


კურო - ზოგადად ისინი ძალიან მარტივად ეჩვევიან ადამიანებს ამიტომაცაა, რომ დაშორებები უჭირთ. ვინც არ უნდა იყოს ინიციატორი, ისინი ამ ამბავს მაინც განიცდიან. საინტერესო ისაა, რომ დაშორების მიუხედავად ისინი ყოფილ პარტნიორებთან “მეგობრულ” ინტიმზე უარს არ იტყვიან.


ტყუპები - ზოგადად მათთან დაშორებას თუ გადაწყვეტ ჯობს ეს ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე გააკეთო. ისინი ხომ ყველას უყვარს ამიტომ მაინც არანაირ მიზეზს არ მიიღებენ. აი, დაშორების ინიციატორები თუ თვითონ არიან მაშინ ინტრიგებსაც ექნება ადგილი. ისინი ყველაფერს ისე მოაწყობენ, რომ დამნაშავედ მხოლოდ პარტნიორს გამოიყვანენ.


კირჩხიბი - ყველაზე რთულად განშორებებს სწორედ ისინი ეგუებიან. არააქვს მნიშვნელობა ვინაა ინიციატორი, ნებისმიერ შემთხვევაში მათ ყოველთვის ნოსტალგიები აწვებათ. ზოგადად ასეთები არიან, ვერ ეგუებიან დანაკარგს. თუ კი დარწმუნდებიან იმაში, რომ შერიგების არანაირი შანსი აღარაა, მაშინ შეუძლიათ ყოფილი პარტნიორის პირდაპირი მნიშვნელობით მთელი არსებით შეძულება.


ლომი - პირველ რიგში, რასაც ისინი დაშორების შემდეგ განიცდიან ეს არის - შოკი. ვერ ხვდებიან, როგორ შეიძლება მათსავით იდეალური ქმნილება ვინმემ მიატოვოს. თუ კი თვითონ ტოვებენ პარტნიორს, მაშინ მასთამ ყოველგვარ კავშირსა და კონტაქტს წყვეტენ. დაშორების შემდეგ კი მალევე ეძებენ ახალ პარტნიორს, რაღა თვითშეფასება კვლავ აიმაღლონ.


ქალწული - ნებისმიერ შემთხვევაში უნდათ, რომ ყველაფერმა ცივილურად და სკანდალების გარეშე ჩაიაროს. თუ კი მათ შორდებიან ისე იჭერენ თავს თითქოს არაფერიც არ ადარდებთ და “მერე რა” თუმცა რეალურად ეს მხოლოდ მათი ნიღაბია.


სასწორი - რასაც დაშორებების შემდეგ აკეთებენ ესაა ანალიზი. უღრმავდებიან საკითხს დეტალურად და ეძებენ მიზეზებს თუ, რატომ და როგორ მოხდა ასე. თუ კი ისინი აღმოჩნდებიან მიტოვებულის პოზიციაში (რაც იშვიათად ხდება) მაშინ არანაირად არ აგრძნობინებენ პარტნიორს, რომ დარდობენ ან გული ეტკინათ.


მორიელი - მათთვის განშორებები ძალიან მტკივნეული პროცესია. ისინი ძირითადად იმიტომ შორდებიან პარტნიორებს, რომ მათგან საკმარისს ვერ იღებენ, რის ძებნასაც მერე სხვებთან იწყებენ. თუ კი მორიელს მიატოვებენ ის ყველანაირად ეცდება, რომ პარტნიორი აეჭვიანოს. გაიჩენს რამდენიმე ოარტნიორს და ამით შეეცდება მისთვის სამაგიეროს გადახდას. გარდა ამისა, თავადაც ხშირად უწყობენ აე უკვე ყოფილ პარტნიორებს ეჭვიანობის სცენებს.


მშვილდოსანი - მათი ყველა ურთიერთობა ღმა ემოციურობით გამოირჩევა. ამიტომაც, როდესაც პარტნიორს შორდებიან ყველაზე მტკივნეულად სწორედ პიროვნულ დანაკარგს განიცდიან. ისინი ძირითადად მაშინ ასრულებენ ურთიერთობებს თუ კი, რაიმე შეზღუდვები იგრძნეს. ხოლო, თუ მათ დაშორდებიან ძაიან თავდაჭერილად და ცივილურად იქცევიან.


თხის რქა - მათთვის დაშორებას დამანგრეველი ეფექტი აქვს. მერე კი ძალიან დიდი დრო სჭირდებათ, რათა თავიდან აეწყონ და ვხოვრება განაგრძონ. ცხოვრების გაგრძელებაში ძალიან ეხმარებათ სიბრაზე, რასაც ყოფილი პარტნიორის მიმართ განიცდიან. თუ კი თვითონ არიან დაშორების ინიციატორები, ყველაფერს ისე გააკეთებენ, რომ პარტნიორი გაურკვევლობაში არ დატოვონ. იწყებენ ახსნასა და განმარტებებს, რა, როგორ და ა.შ.


მერწყული - თუ მათ დაშორდებიან პირველ რიგში დაიწყებენ ამ ფაქტის უარყოფას, რადგან ეს მათ კატასტრუფულად ეჩვენებათ, ხოლო თუ თვითონ შორდებიან თავს ირწმუნებენ, რომ ასე ჯობდა მათთვის. ყველაფერს იზამენ იმისათვის, რომ განშორების ტვირთი პარტნიორის მხრებზე გადაიტანონ. განშორებას ძირითადად მეგობრებთან ერთად გართობით აღნიშნავენ. თუმცა დროთა განმავლობაში დარდი მაინც იჩენს მათ გულებში თავს და ტკივილს აყენებს.


თევზები - ზოგადად ძალიან ემოციურები არიან, ამიტომაც დაშორება მათთვის ძალიან მძიმედ გადასატანია. თუმცა ეს ემოციურობა მათი პლიუსიცაა, რადგან მარტოვად და სწრაფად იცლებიან ამ მძიმე ემოციებისგან და შემდგომ მალევე აგრძელებენ ცხოვრებას ასე მჩატედ და დაცლილად. თუ კი ინიციატორები თვითონ არიან ე.ი. სხვა შეუყვარდათ.


 

სრული ვერსიის ნახვა horoskopi.ge