ხშირად დაურეკეთ მოხუცებს - რა ფსიქოლოგიური და ფიზიკური საფრთხე ემუქრებათ იზოლაციაში მყოფ ასაკოვან მოქალაქეებს

  • რეზონანსი
  • 6 აპრილი 17:01

ცნობილი ებრაელი ექიმის, ინტენსიური თერაპიის სპეციალისტის, ლეონიდ ეიდელმანის განაცხადაებით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო თვითიზოლაციაში მყოფ ასაკოვან მოქალაქეებს შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დამატებითი პრობლემები შეექმნათ. 

 


იზოლაციის პირობებში მოხუცებს, პირველ რიგში, შესაძლოა გაუმწვავდეთ ქრონიკული დაავადებები. ექიმ ეიდელმანის თქმით, ეს შეიძლება გამოწვიოს ხანგრძლივ იზოლაციასთან დაკავშირებულმა სტრესმა და საკვების დიდი რაოდენობით მიღებამ.


გარდა ამისა, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან ის ხანდაზმულები, რომელთაც არც ისე მძიმე ფორმით აქვთ ქრონიკული დაავადებები, მაგრამ საჭიროებენ მკურნალობის კურსის გაგრძელებას და სამედიცინო დაწესებულებებში პერიოდულად სიარულს, თუმცა, დაწესებული აკრძალვების გამო ამას ვერ ახერხებენ.


"ჩვენ უკვე გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც გულთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებმა, რომელთაც ექიმთა მისვლა და ჰოსპიტალიზაცია ესაჭირეობოდათ, ეს დროულად ვერ მოახერხეს და ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდა", - აცხადებს ექიმი ეიდელმანი.


მისივე თქმით, არანაკლები საფრთხის შემცველია უმოძრაობა იძულებითი თვითიზოლაციის პირობებში. ამასთან მნიშვნელოვანია სახლებში გამოკეტილი მოხუცების ფსიქოლოგიური მდგომარეობა. სოციალური დისტანცირება პირველ რიგში ფიზიკურად დისტანცირებას ნიშნავს და არა მოხუცების უყურადღებოდ დატოვებას.


სპეციალისტის აზრით, საჭიროა მუდმივი კონტაქტი გვქონდეს ჩვენს მოხუცებთან თუნდაც ტელეფონისა და ინტერნეტის საშუალებით. სხვაგვარად შეიძლება მათი ფსიქოლოგიური მგდომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდეს, რაც გარდაუვლად გამოიწვევს მათი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.


წყარო.

წყარო: რეზონანსი