ფასების ზედა ზღვარი

  • 00:00, 0000 წელი

მას შემდეგ რაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პანდემიის დროს ქვეყანაში 9 ძირითად პროდუქტზე ფასის დააზღვევის შესახებ განაცხადა, pia.ge დაინტერესდა რამდენით განისაზღვრებოდა თითოეულ პროდუქტზე მაქსიმალური ფასი. 


კითხვით - რამდენია პროდუქტების ზედა ზღავრი? მოიმატა თუ არა დაზღვევის შემდეგ ფასმა? როგორ აკონტროლებს უწყება ფასების მატებას და რა უნდა ქნას მოქალაქემ, რომელსაც 9 დაზვეული პროდუქტიდან ერთზე მაინც ფასი მომატებული დახვდება Pia.ge-მ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა.


შესაბამისად ჩვენ გავარკვიეთ რომ უწყებამ სამომხმარებლო პრდუქტებზე ფასები 10 მარტის დოლარის კურსის მიხედვით გადააზღვია. 


ეს ნიშნავს, იმას, რომ თუ იმპორტიორიკომპანია მთავრობის შეთავაზებაზე წავიდოდა და ფასებს დააზღვევდა, 2 თვის განმავლობაში იმპორტირებული პროდუქტების ფასები, დოლარის კურსისი ცვლილების მიუხედავად 10 მარტის ნიშნულს არ აცდებოდა. ღირებულების გაზრდის შემთხვევაში კი დამატებით თანხას სახელმწიფო დაფარვს.


როგორც სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა თენგიზ კალანდაძემ განგვიცხადა, სამინისტრომ დოლარის კურის 3 ლართან მიმართებაში, ხოლო ევროს კურსი 3,50-თან დააფიქსირა.


"ჩვენმა სამინისტრომ პირველივე დღეეიდანვე შექმნა შტაბი და დავიწყეთ ფასებისა და მარაგების მონიტორინგი. შემდგო ამას დაემატა მთავრობის დადგენილება 185 და ძირითად 9 სამომხმარებლო პროდუქტზე გადავაზღვიეთ ფასები 10 მარტის მონაცემებით. ანუ დავაფიქსირეთ დოლარის კურის 3 ლართან მიმართებაში და ევროს კურსი 3,50-თთან, რაც იმას ნიშნავს რომ კურსისი ცვალებადობის გამო ამ პროდუქრტებზე ფასი არ მოიმატებს. ანუ რამდენითაც უნდა გაძვირდეს. ეს პროცესი 2 თვის განმავლობაში გრძლედება. ამისთავის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 10 მილიონი ლარი და თუ საჭირო გახდა გავაგრძელებთ კიდევაც", - განაცხადა თენგიზ კალანდაძემ.


მისივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტში ჩართვა, შეზრუდვის გარეშე ნებიემიერ ფირმას შეუძია.


"პროექტში ჩართვასთან დაკავშრებით ფირმებზე შეზღუდვა არ ხორციელება, ყველას აქვს თავის ფასების დაზღვევის შესაძლებლობა. ხოლო თუ რომელი კომპანიები ჩაერთვნენ პროექტშ ამაზე პირველადი მონაცემები კვირის ბოლოს ვექნება", - აღნიშნავს კალანდაძე.


რაც შეეხება ფასების კონტროლს, კალანდაძის თქმით, თუ მომხმარებელი ზემო აღნიშნულ 9 პროდუქტს 10 მარტის შემდეგ მომატებული ფასით ნახავს შეუძლია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკოს. 


"ჩვენ ძირითადად  დიდ სავაჭრო ქსელებს ვაკონტროლებთ, შეიძლება პატარა მაღაზიებში იყოს გაძვირების შემთხვევა და მომხმარებელი ძალიან დაგვეხმაება თუ ისინი კონკრეტულ ფაქტს მოგვაწოდებენ. გვაქვს იმის ბერკეტი, რომ ღირებულებათა ჯაჭვის რმელიმე რგოლში - იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ გამყიდველი ფასები სპეკულაციურად არ გაიზარდოს. მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ჩვენ შეგვიძლია ფასი და მნიმალური მოგებება დავაფიქსიროთ", - განუცხადა pia-ge-ს თენგიზ კალანდაძემ.


 


pia.ge დაინტერესდა ფასების ზრდის თვალსაზრისისთ რა მოცემულობაა სააჭრო ქსელებსა და მაღაზიებში.


აგროჰაბის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით სავაჭრო ქსელებში 10 მარტის შემდეგ მოცემლ ცხრა პროდუქტზე არ მომატებულა და ისინი ასე გამოიყურება:


 


ბრინჯი შეფუთული -  2,95


მაკარონი - 3,5


მზესუმზირის ზეთი - 3,85


ფქვილი შეფუთული - 3,2


შაქარი შეფუთული - 2,20


ასაწონი ხორბალი - 2


რძის ფხვნილი და მისგან წარმოებული პროდუქტები - არ გვაქვს რძის ფხვნილი და მისგან წარმოებული პროდუქტები


წიწიბურა -3,5


ასაწონი ლობიო - 5.95


შენიშნვნა: ფასები მოცემულია ერთი კონკრეტული ფირმის პროდუქტზე, სხვა რომელიმე წარმოების პროდუქტის ფასი შესაძლოა განსხვავდებოდეს ზემოაღნიშული რიცხვებისგან


სოფლის მეურნეობის ცხელი ხაზი: 1501


ცობისთვის, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებშ საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია გამოცხადებული ქვეყნის ორ მუნიციპალიტეტში - მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. ქალაქების შესასვლეკებში ბლოგპოსტებია გამოყოფილი, რომელსაც თავდაცვის ძალები და შინაგანს აქმეთა სამინისტროს დანაყოფები აკონტროლებენ.


გაცნობებტ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. დღემდე დაავდების 195 შემთხვევაა გამოვლენილი, აქდან გამოჯანმრთელდა 39 ადამიანი ხოლო 2 პაციენტი გარდაიცვალა.


სპეციალისტების პროგნოზით საქართველოში კორონავირუსის პიკური სეზონი აპრილის მესამე დეკადაშია მოსალოდნელი. მედკოსები ადამიანებს შინდარცენასა და მაღალი სამოქალაქო პასუხიხმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.


 


 


ვადასტურებ რომ ეს ფასები არის იგივე რაც იყო 10 მარტს.


სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე: 


"მოგეხსენებათ ჩვენმა სამინისტრომ პირველივე დღეეიდანვე შექმნა შტაბი და დავიწყეთ ფასებისა და მარაგების მონიტორინგი. შემდგო ამას დაემატა მტავრობის დადგენილება 185 და ძირითად  9  სამომხმარებლო პროდუქტზე ცვენ გადავაზღვიეთ ფასები 10 მარტის მონაცემებით. ანუ დავაფიქსირეთ დოლარის კურის 3 ლართანმიმართებაში და ევროს კურსი 3,50-თან მიმართებაშ რაც იმას ნიშნავს რომ კურსისი ცვალებადობის გამო ამ პროდუქრტებზე ფასი არ მოიმატებს. ანუ რამდენითაც უნდა გაძვირდეს. ამისთავის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 10 მილიონი ლარი და თუ საჭირო გახდა გავაგრძელებთ კიდევაც. ეს 2 თვის განმავლობაშ გრძლედება. შეზღუდვა რ ხორციელება ფირმებზე, ვინც მოვა ჩვენთან გააფორმებს კონტრაქტს, რომელშიც სამი მხარე აცარტლი საბანკო სექტორი, ჩვენიდა საბანკო სისტემა ყველას ექნება შესაძლელობა ააზღვიოს თავისი ფასები. მსხვილ იმპორტიორებთან ვთანმშრომლობთ. კვირის ბოლოს პირველადი 


ჩვენ ვაკონტროლებთ დიდ სავაწროქსელებს, სეიძლება პატარა მაღაზიებში იყოს გაძვირების სემთვევა მომხმარებელი ძალიან დაგვეხმაება თუ ისინი კონკრეტულ ფაქტს მოგვაწოდებენ. გვაქვს ბერკეტი რომ სპეკულაციურად არ მოხდეს ფასების ზრდა, ღირებულებათა ჯაჭვის რმელიმე რგოლში. იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ გამყიდველი. და სა დაც იქნება ფასი სუბიექტრად მომატებული, ჩვენ გვაქვს ბერკეტი რომ დავაფიქსიროთ ფასი და მნიმალური მოგებება განუსაზღვროს".


10 მარტის მონაცემებით დოლარის კურის -2,7963 იყო