"ავად არ უნდა გახდე, რადგან წამალს ვერ იყიდი, ყველაფერი გაძვირდა ხელფასების გარდა" - ხატია სიჭინავა

  • 10 ოქტომბერი 16:32

"ავად არ უნდა გახდე, რადგან წამალს ვერ იყიდი, სამსახური გინდა? იპოვე შენი გავლენიანი ნათესავი, სხვანაირად ვერსად ვერაფერს დაიწყებ",-ამის შესახებ ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა ინსტაგრამის პირად გცვერდზე წერს. 

 

 

"რა ხდება ქვეყანაში?  ვისაც ქონდა ფული იმათმაც კი მოიჭირეს ქამარი .. ვინც საშუალო ფენა იყო გადაინაცვლა თვიდან თვემდე თავის გატანაზე, ნუ გაჭირვებულ ხალხზე უკვე აღარ ვიცი რა კომენტარი გავაკეთო ყველა მოწყენილი, დეპრესიული და აგრესიული გახდა პოზიტიური ადამიანი ამ ფონზე ჩვეულებრივად შიზოიდის ვიდზეა  ყველა თავდამძიმებული დადის რა? როგორ? როდის? ყველაფერი გაძვირდა ხელფასების გარდა ‼️ ავად არ უნდა გახდე რადგან წამალს ვერ იყიდი, ჭამა გინდა? ჯერ ისედაც რას ვჭამთ კაცმა არ იცის და იმასაც ცეცხლი უკიდია  სამსახური გინდა? იპოვე ნათესავი შენი გავლენიანი , არათუ ვერ დაიწყებ ვერსად ვერაფერს სხვანაირად  რა ვაკანსია, რა cv  შეიძლება პერიოდი დაემთხვა ეგეთი წყალწაღებულობის, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანა ... ჰმ ... ძალიან ცუდ დღეშია  იმედს არ ვკარგავთ მეგობრებო შემდეგი მთავრობის მოლოდინში", - აღნიშნავს ხატია სიჭინავა.