"სამი კურსელი ვიყავით სულ, ერთი გათხოვდა და ორნი დავრჩით" - რას წერს შალვა თადუმაძის უნივერსიტეტელი ?

  • presa.ge
  • 10 ოქტომბერი 16:10

პარლამენტში უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატის და მოქმედი გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის მოსმენა ხმაურის ფონზე გაიმართა. 

 პარალელურად სოციალურ ქსელში გამოჩნდა ადამიანი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ის სწორედ იმ უნივერსიტეტში სწავლობდა, რომელიც თადუმაძის მტკიცებით, დაამთავრა.


"მე ვსწავლობდი იმ უნივერსიტეტში პროკურორი თუ მოსამართლე თუ რაც არის, რომ სწავლობდა „ნოდარ დუმბაძის სახელობის უნივერსიტეტში“ რომელიც სკოლაში იყო გახსნილი, 62-ე სკოლაში, მოსწავლეები რომ ამთავრებდნენ ჩვენ შევდიოდით.


გამოცდებზე რომ მივედი რექტორი გადაირია სწავლა სექტემბერში იწყება და მაშინ მოდიო. არაფერს, საერთოდ არაფერს მანდ არ ასწავლიდნენ 300 დოლარს იხდიდი დიპლომი მოგქონდა. ერთ წელიწადში წამოვედი. მეეჭვება როდისმე სხვა ვითარება ყოფილიყო“,- წერს ყალაბეგაშვილი.

სრული ვერსიის ნახვა presa.ge