ნინი ქარსელაძის ემოციური წერილი ხათუნა ჟორდანიაზე - „დიდი ხანია მინდოდა ამის დაწერა, სიტყვებს ვერ ვყრიდი თავს"

  • 5 აპრილი 20:55

მომღერალი ნინი ქარსელაძე დედის ხათუნა ჟორდანიას ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის მედპერსონალსა და ახლობელ-მეგობრებს მადლობას უხდის. 

ნინი 9 თვის განმავლობაში განვლილ გზას დეტალურად იხსენებს და ყველა ადამიანს პერსონალურ მეადლობას უხდის. ამასთან მომღერალი, განსაკუტრებულ მადლობასა და პატივისცემას გამოხატავს კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი მედპერსონალის მიმართ.


"დიდი ხანია ამ სტატუსის დაწერა მინდა. სიმართლე გითხრათ ვერც სიტყვებს ვუყრიდი თავს, ვერც აზრს ვალაგებდი, რომ ყველაფერი მომეყოლა თქვენთვის. შეგრძნებებზე, რომლებსაც უკვე 9 თვეა ვატარებ და მხოლოდ პირად საუბრებში გადმოვცემ ჩემს ემოციებს. ახლა თემატურადაც უხდება და როგორც იქნა დროც ვიპოვნე ამისთვის.


უმრავლესობის მსგავსად, მეც სკეპტიკურად ვუყურებდი საქართველოში რაიმე დაავადების მკურანლობას.
პირველად 9 თვის წინ მომიწია შეხება. ჩემი მხრიდან დიდი დანაშაული და უსამართლობა იქნება, რომ არ მოგიყვეთ ქართველი ექიმების შესახებ. შევეცდები მოკლედ.


პირველი ვისთანაც მივედით ეს არის ჩემი საყვარელი ექიმი ელენე შეროზია, Elene Sherozia (პულმონოლოგი-ფთიზიატრი) მისი პროფესიონალიზმი უკიდეგანოა!


მან სულ რამოდენიმე წუთში დაგვაკვალიანა, სწორ გზაზე დაგვაყენა და გაგვაგზავნა გია წივწივაძესთან (რადიოლოგი), რომლის გაკეთებულ კომპიუტერულ კვლევას ენდობიან მსოფლიოს წამყვანი ექიმები!
ანალიზების პასუხი ყველასთვის მიუღებელი იყო და 10 დან 9 ეჭვის თვალით უყურებდა.


რა თქმა უნდა, წამიც არ დაგვიკარგავს, წავედით ისრაელში და იქ გადავამოწმეთ ყველაფერი. გეტყვით, რომ დიაგნოზი იყო იდენტური და იქვე დავიწყეთ მკურნალობა.


შემდეგ მივხვდით, რომ აქ აუცილებლად დაგვჭირდებოდა კომუნიკაცია ექიმებთან და
ასე გავიცანი ჩემთვის ძალიან ძვირფასი, საოცრად ჭკვიანი და საყვარელი ადამიანი- რომა სრესელი, Roman Sreseli (ონკო-ჰემატოლოგი). მასზე წერით არასდროს დავიღლები. უბრალოდ გეტყვით, რომ მისი პაციენტობა ძალიან დიდი პრივილეგია და ბედნიერებაა. არა იმიტომ, რომ მოხვედრაა რთული, არამედ იმიტომ , რომ გასაოცარი ექიმია, რომელიც წარმოუდგენლად დიდ სიყვარულს და ყურადღებას აძლევს პაციენტებს.


მესამე ნაბიჯი იყო დავით გიორგაძე Dato Giorgadze ( ტორაკალური ქირურგი), ძალიან ჭკვიანი, პროფესიონალი და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ექიმი.


ვინც მიცნობს, ყველამ იცის ჩემი სიყვარული ექიმების და მედიცინის მიმართ, ამიტომ ახლა ისევ რომას დავუბრუნდები. მისი დამსახურებით მოვხვდი კახა ჩომახიძესთან ( ჰეპატოლოგი) და ინგა ორდენიძესთან Inga Ordenidze( ნეფროლოგი). ამ გუნდთან ერთად გავიარე 9 თვე. სიტყვებით ვერასოდეს გადმოვცემ იმ ბედნიერებას და სიამაყის გრძნობას, რაც მათთან ურთიერთობამ მომცა. დიდი მადლობა პროფესიონალიზმისთვის, სიყვარულისთვის და ძალიან მაღალი პასუხისმგებლობისთვის.


ჩემო საყვარელო ექიმებო, თქვენი სახელები და გვარები ჩემს გულში, ტვინში იქნება სიცოცხლის ბოლო წუთამდე.


დღეს კი მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ქართველ ექიმებს, იმუნოლოგებს, ეპიდემიოლოგებს, მედდებს, ყველა დამხმარე პერსონალს, ვინც ასეთ რთულ დროს ჩართულია ვირუსთან ბრძოლაში.


და განსაკუთრებული მადლობა თენგიზ ცერცვაძეს, პაატა იმნაძეს და ამირან გამყრელიძეს. ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა თქვენ!!!


და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი!!! განსაკუთრებული მადლობა ჩემი დედის დებს, ანუ ხათუნას მეგობრებს! თქვენ ხართ ჩემი გული და სული. უთქვენოდ არ ვიცი როგორ გავივლიდი ამ გზას! Maia KipianiMaia Maisuradze Nuka RatianiEka KipianiMaiko KvaracxeliaMaia Gabichvadze Mzia PatarkacishviliTeona Kontridze Keti Kokrashvili რუსა მორჩილაძე, ლალი თოდუა, ხათუნა და თათუშა თოთლაძეები.


ჩემო მეგობრებო, Marika Tkhelidze Ancho BurjanadzeLikuna RemkaMariam TskiphurishviliTatuna Svanidze Lika UtmelidzeKetevan PaichadzeNino PatashuriTsitsi Dolidze
უცნობო თუ ნაცნობო ადამიანებო, დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის! გვერდში დგომისთვის და სითბოსთვის Irakli ChanturiaMaia JorjadzeTako DolaberidzeIrakli MedzmariashviliNatia MgaloblishviliEka ChachiashviliNugzar Rindik სიყვარული აუცილებლად გაიმარჯვებს!!! Zura Khachidze
ჯანრმთელობას გისურვებთ".