„ისპანკა“ ფოტოებში - ვირუსი, რომელიც ახალგაზრდებს „ერჩოდა“

  • 6 აპრილი 12:00

ერთ დღეს, აშშ-ს არმიის ფორტ-რაილის ბაზაზე (კანზასის შტატი) სამხედრო ჰოსპიტალს რიგითმა ჯარისკაცმა ალბერტ გიტჩელმა ყელის ტკივილით, ხველით და შემცივნებით მიაკითხა. 

რამდენიმე საათში იმავე ჩივილებით ექიმებს დასახმარებლად კიდევ რამდენიმე სამხედრო მოსამსახურემ მიმართა. ერთი კვირის თავზე კი ამ სიმპტომებით ფორტ-რაილის სამხედრო ჰოსპიტალში 500-ზე მეტი ჯარისკაცი მკურნალობდა...


„მათ ეწყებათ ყველაზე ვერაგი ფორმის ფილტვების ანთება, რომელიც დღემდე არ უნახავს მედიცინას. ჰოსპიტალში შემოსვლიდან 2-3 საათში სახე წითელი ლაქებით ეფარებათ, კიდევ რამოდენიმე საათში ეწყებათ ციანოზი მთელ სახეზე ისე, რომ ზანგებს ემსგავსებიან. ამის მერე სუნთქვა უძნელდებათ და სიკვდილი დგება.
დღეში, დაახლოებით, 100 ლეტალური შემთხვევა გვიფიქსირდება, მაგრამ ეს რიცხვი გაიზრდება. საწყალი ბიჭები ბუზებივით იხოცებიან.“ - ეს არის ნაწყვეტი ერთ-ერთი სამხედრო ექიმის ჩანაწერებიდან.
კრიტიკული სიტუაცია გრძელდებოდა 3 დღე. თუ ორგანიზმი გაუძლებდა, ვირუსი უკვალოდ ქრებოდა.


ამ დაავადებასთან უძლური აღმოჩნდა მედიცინა.
ვირუსმა დედამიწის მოსახლობის უდიდესი მსხვერპლი გამოიწვია - 50 მლნ ადამიანამდე და ეს ის რაოდენობაა, რისი დათვლაც მოხერხდა;
ავადობისა და სიკვდილიანობის დღეს არსებული სტატისტიკაც ამოუცნობია:
ინდოეთი - ისპანკით დაიღუპა იმ დროსითვის მოსახლეობის 7%!
ჩინეთი - 2%;
ზამბია - 22.2%;
ესკიმოსები - 60%;

ევროპაში ადამიანური მსხვერპლი ყველაზე დიდი იყო ბალკანეთის ქვეყნეში, სადაც ყოველი 30-ეადამიანი ამ ვირუსით იღუპებოდა.

„ისპანკა“ნაკლებად ერჩოდა ბავშვებს და მოხუცებს.
დაღუპულთა დიდი პროცენტი 20-40 წლის ასაკზემოდია.

ამ ვირუსის წინააღმდეგ წამალი ან ვაქცინა არ გამოუგონიათ.
ისპანკა ისევე მოულოდნელად გაქრა,როგორც გაჩნდა.