"არავინ იცის ამ ვირუსის სტრატეგია, სამყაროს არცერთმა ექიმმა და სამწუხაროდ არც მე" - ლევან რატიანი მოსახლეობას მიმართავს

  • pia.ge
  • 5 აპრილი 18:15

ექიმმა ლევან რატიანმა ქვეყნის მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა, რომ მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცირება.

"მთელ ქვეყანას მინდა ვუთხრა, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, ვიყოთ სოციალურად დისტანცირებული. იმიტომ, რომ არავინ იცის ამ ვირუსის სტრატეგია, სამწუხაროდ, სამყაროს არცერთმა ექიმმა და, სამwურაოდ, არც მე", - აღნიშნა რატიანმა.


ცნობისთვის, 5 აპრილის მონაცემებით ქვეყანაში 170 პირია ინფიცირებული, 2 გარდაიცვალა, 36 კი გამოჯანმრთელდა.


11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge