საქართველოში 6 თვეში 207-მა ადამიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

  • imedinews.ge
  • 10 ოქტომბერი 13:25

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოში სუიციდის სტატისტიკაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, 2018 წელს სუიციდის 389 და მცდელობის 477 ფაქტი მოხდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.


„ფსიქიკური ჯანდაცვა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სფეროა საქართველოში და მიუხედავად იმისა, სახელმწიფომ აღიარა, რომ უნდა ჰქონდეს შემუშავებული სუიციდის პრევენციის პროგრამა, ჩვენს ქვეყანას ასეთი პროგრამა არ აქვს”, - განაცხადა ლომჯარიამ.


სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ფსიქიკური პრობლემები ძალიან ხშირად ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედებითაა გამოწვეული.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge