ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მეორე პაციენტი? - ექიმის განცხადება

  • pia.ge
  • 5 აპრილი 12:38

საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ექიმ ლევან რატიანის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეორე პაციენტი 81 წლის ქალია. 

ექიმის თქმით, მას გარდა კორონავირუსისა სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.


"ქალბატონი, რომელიც გადმოყვანილ იქნა თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან, მისი მდგომარეობა შეფასდა როგორც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი. პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული. ჩატარებული კვლევის შედეგად პაციენთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე სეფსისი. ანამნეზში ხაზი მინდა გავუსვა გადატანილი იყო მწვავე ინფარქტი", - განაცხადა რატიანმა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge