საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

  • pia.ge
  • 5 აპრილი 11:54

საქართველოში კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 81 წლის ქალია.

აღნიშნულის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა.


"ქალბატონი, რომელიც გადმოყვანილ იქნა თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან, მისი მდგომარეობა შეფასდა როგორც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი. პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული. ჩატარებული კვლევის შედეგად პაციენთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე სეფსისი. ანამნეზში ხაზი მინდა გავუსვა გადატანილი იყო მწვავე ინფარქტი", - განაცხადა რატიანმა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge