საქართველოში კორონავირუსისგან 31 ადამიანი განიკურნა

  • pia.ge
  • 4 აპრილი 19:45

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსისგან 31 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ვრცელდება. კარანტინის რეჟიმში 5526 ადამიანია, სტაციონარში კი მეთვალყურეობის ქვეშ 344 პირი რჩება.


ცნობისთვის, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 157 შეადგენს. 4 აპრილს კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge