დიზაინერი ნინი ზარქუა პარიზის "ფეშენ ვიქზე" ბელა ჰადიდთან ერთად გამოჩნდა

  • 10 ოქტომბერი 11:00

29 სექტემბერს პარიზში "ბალენსიაგას" ჩვენება გაიმართა. ამ ჩვენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ეს არის "ბალენსიაგას" კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას პირველი ჩვენება მას შემდეგ, რაც მან საკუთარი ბრენდი„ ვეტმანი“ დატოვა.

 

 

ქართველი დიზაინერი ნინა ზარქუა პარიზში „ფეშენ ვიკზე“ იმყოფებოდა, სადაც „ბალენსიაგას“ ჩვენების შემდეგ ცნობილ სუპერმოდელ ბელა ჰადიდთან ფოტო გადაიღო. მის ინსტაგრამზე კი დიდი გამოხმაურება მოყვა.