დიდუბეში, გედევანიშვილის ქუჩაზე ხანძარია

  • 10 ოქტომბერი 09:57

დიდუბეში, გედევანიშვილის 27 ნომერში ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავს უკიდია.

როგორც "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.


მათივე ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია და ამ დროისთვის ხანძრის ქრობის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 


შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.