Covid-19-ით ინფიცირებულ სპორტსმენს კონტაქტები ზუგდიდის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს სოფლებში ჰქონდა

  • 4 აპრილი 14:38

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განუცხადებით სპორტსმენს, რომელსაც კორონავურუსი დაუდასტურდა, სამეგრელოში არაერთ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

 


"მას 27 მარტს ქონდა კონტაქტი ჩვენს რეგიონში. რამდენიმე ლოკაციაში ფიქსირდება მისი კონტაქტები, როგორც ზუგდიდში, წალენჯიხის რაიონის ორ სოფელში, ჩხოროწყუს რაიონში. ყველა ამ კონტაქტის უმრავლესობა უკვე გამოვლენილია და მათ აუცილებლად გადაიყვანენკარანტინში. შესაბამისად, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სახლიდან გამოსვლისაგან, კონტაქტისაგან", - განაცხადა რწმუნებულმა.


4 აპრილის მონაცემებით საქართველოში, კორონავირუსის 157 შემთხვეაა გამოვლენილი. აქედან გამოჯანმრთელებულია 28 ადამიანი ხოლო გარდაცვლლია ერთი პირი.