Fox News საქართველოში კორონავირუსთან წარმატებულ ბრძოლაზე წერს

  • 4 აპრილი 10:00

მთელს მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ზრდას განაგრძობს, თუმცა არის ერთი ქვეყანა, რომელსაც ოფიციალურად არცერთი გარდაცვლილი არ ჰყავს: ყოფილი საბჭოთა ქვეყანა, საქართველო.

ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული მედიასაშუალება Fox News წერს და იქვე აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს პრემიერ მინისტრთან.


 იანვრის დასაწყისში ცხელ წერტილებად მიჩნეულ ქვეყნებთან ფრენების აკრძალვამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ვირუსის გავრცელების დაბალ მაჩვენებელზე – განაცხადა Fox News-თან ინტერვიუში გახარიამ.


 „ჩვენ უყოყმანოდ გადავედით ძლიერ და გადამწყვეტ ქმედებებზე. არათუ დავიწყეთ ყველა ჩამოსული მგზავრის თერმო-სკრინინგი, არამედ 28 იანვარს ავკრძალეთ ფრენები იმ ქვეყნებთან, რომლებიც ამ გლობალურ ვითარებაში ცხელ წერტილებად მიიჩნეოდა… ჩვენ ასევე მარტის შუა რიცხვებში, დროულად შევაჩერეთ სასწავლო პროცესი სკოლებში და ავკრძალეთ შეკრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“, – ამბობს გახარია.


 პარასკევის მდგომარეობით საქართელოში ოფიციალური პირების მიერ დაფიქსირდა კორონავირუსის 148 შემთხვევა, 27 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გასაოცარია, რომ მათ მსხვერპლი არ ჰქონიათ – წერს Fox News.


წაიკითხეთ სრულად


 


ინტერვიუში გიორგი გახარია იხსენებს, რომ საქართველომ პირველივე გამაფრთხილებელი ნიშნებისთანავე 22 იანვარს დაიწყო რეაგირება.