ბათუმში სამი მთავარი ქუჩა ერთი თვით იკეტება

  • 4 აპრილი 00:11

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ერთი თვით ჩაიკეტება რუსთაველის ქუჩა - მელიქიშვილისა და ჩარმიქლის ქუჩებს შორის არსებული მონაკვეთი.

ასევე, გადაიკეტება აღმაშენებლის ქუჩა - ტაბიძისა და ხახულის ქუჩებს შორის არსებული მონაკვეთზე, ხოლო აეროპორტის გზატკეცილი - აღმაშენებლის წრიულიდან ბაგრატიონის ქუჩამდე.


მერიაში აცხადებენ, რომ ამ პერიოდში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოების უნდა ჩატარდეს.ქუჩები ხვალიდან, 4 აპრილიდან გადაიკეტება. 


სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში დასრულდება.


წყარო