ხვალიდან, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროცესის განხილვა იწყება

  • 9 ოქტომბერი 19:39

საზოგადოებრივ პოლიტიურრო მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, საქალაქო სასამართლოში მისი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ საქმის განხილვის დაწყების დროს აქვეყნებს და საზოგადოებას დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

ხაზარაძე სამართლებრივ დავას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას უწოდებს და საჯაროდ დებს პირობას რომ ის ამ რეჟიმს დაასრულებს.


"ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 11:00 საათზე ჩემი და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი იწყება. საქმე, რომელსაც საფუძვლად ყოვლად აბსურდული ბრალდება, ე.წ. "ფულის გათეთრება" დაედო.


ხვალიდან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიტაცებულ სასამართლოში გადაინაცვლებს მისივე პირადი იურისტის, უდიპლომო გენერალური პროკურორის - შალვა თადუმაძის მიერ თეთრი ძაფით შეკერილი საქმე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც კანონთან, არც სამართალთან, არც საღ აზრთან!


ხვალიდან იწყება ეს პროცესი, მაგრამ ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროცესი, ეს იქნება - ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი!


გეპატიჟებით ყველას - საერთაშორისო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, მოქალაქეებს, რათა იხილოთ როგორია ბიძინას სასამართლო და გაეცნოთ საქმეს, რომელიც კიდევ ერთხელ ახდის ფარდას ივანიშვილის მიერ შექმნილ ჭაობს, დალპობით რომ ემუქრება სახელმწიფოსაც და ამ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანების მომავალსაც.


სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - #ესდასრულდება!"


თიბისი ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი წარუდგინა.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,"ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ეს მუხლი გულისხმობს ფულის გათეთრებას ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.