ხოაკინ ფენიქსი: "ჯოკერზე" ფიქრს ვერ ვწყვეტ

  • imedinews.ge
  • 9 ოქტომბერი 17:27

მსახიობი ხოაკინ ფენიქსი მზად არის ჯოკერის როლს დაუბრუნდეს. ამის შესახებ მან გადაცემაში „პოპკორნი პიტერ ტრევერსთან“ განაცხადა.

მსახიობის თქმით, ის და „ჯოკერის“ რეჟისორი ტოდ ფილიპსი პერსონაჟის მომავალზე ბევრს მსჯელობდნენ. „ამ თემაზე ტოდთან ბევრს ვსაუბრობდით. არასოდეს მეგონა, რომ ჩემთვის ეს საოცნებო როლი იქნებოდა, ახლა კი მასზე ფიქრს ვერ ვწყვეტ. ჩვენი ნება რომ იყოს, გადაღებებს არ შევწყვეტდით. ასე რომ ამ პერსონაჟს განვითარების უსაზღვრო პოტენციალი აქვს“, - ამბობს ფენიქს

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge