5 ფილმი, რომლიც თვითიზოლაციაში ყოფნისას უნდა ნახოთ

  • 3 აპრილი 20:42

კორონავირუსის საფრთხით გამოწვეული თვითიზოლაცია შესაძლოა, ჩვენთვის ახალი ფილმების აღმოჩენისა და ახალი ემოციების განცდის კუთხით საინტერესოც იყოს.

კინომცოდნე თამთა თურმანიძე მიიჩნევს, რომ ამ მოცემულობაში რთული და მძიმე ფილმები, შესაძლოა ადამიანისთვის დამთრგუნველი იყოს და ამასთანავე, ამერიკული ფილმების "წინაწარმეტყველურ" ხასიათზეც საუბრობს.


მისი თქმით, ბოლო პერიოდში გადაღებული თითქმის ყველა სურათი გლობალურ საფრთხეზე და აქვე იმედს გამოთქვამს რომ იმ რეალური ბრძოლის შედეგი, რაც ახლა კაცობრიობას კორონავირუსის წინააღმდეგ აქვს გამართული, ისეთივე პოზიტიური იქნება, როგორიც ამერიკული ფილმების დასასრული.


"ხელოვნებას და ზოგადად კინოს ერთი ასეთი თვისება აქვს - ხშირად წინასწარმეტყველებს რაღაც მოვლენებს, რომლებიც გარკვეული პერიოდის შემდეგ, ახდება ხოლმე. ბოლო წლების ამერიკულ ექშენ პროდუქციას რომ გადავხედოთ, თითქმის ყველა ფილმში ჩვენი რეალობის მსგავსი სიტუაციაა ასახული, როცა სამყარო გლობალური საფრთხის წინაშე დგება. როგორც წესი, ამერიკულ ფილმებში ეს ყველაფერი "ჰეფი ენდით" მთავრდება და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ კინოს წინასწარმეტყველება არა მხოლოდ გლობალურ საფრთხეზე, არამედ მის კეთილ დასასრულზეც აისახება", - უთხრა "დაიჯესტს" თამთა თურმანიძემ.


რაც შეეხება რეკომენდაციას, თურმანიძე აღნიშნავს, რომ ფილმის შერჩევა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის ასაკსა და გემოვნებაზე. თუმცა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს სთავაზობს:


1. პედრო ალმადოვარის - ქალები ნერვიული კრიზის ზღვარზე 


2. ალფონსო კოარონის - როგორც წყალი შოკოლადისთვის


3. ჯუზეპე ტორნადორეს - ახალი კინოთეატრი პარადიზო


5. ელდარ შენგელაიას - არაჩვეულებრივი გამოფენა.


6. ელდარ შენგელაიას - შერეკილები.


ასევე, კინომცოდნე ჰაიაო მიაძაკის ანიმაციური ფილმების ნახვასაც გვირჩევს.


აქვე დაგაინტერესებთ:


კორონავირუსზე პირველი დრამა გადაიღეს