"მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის ფსიქიკას - დაძაბულ რეჟიმში კიდევ დიდხანს ვიცხოვრებთ"

  • 3 აპრილი 15:50

"მრცხვენია უკვე ერთი და იგივე კითხვაზე, ერთი და იგივე პასუხი რამდენჯერ შეიძლება გავცე", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამედიცინო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

იმნაძემ საზოგადოებას პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.


"ჩვენ ისედაც ყველა დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში ვართ და კიდევ დიდი ხანი ვიცხოვრებთ ასეთ რეჟიმში. მე მგონი მოსახლეობასაც მობეზრდა და მეც მრცხვენია უკვე ერთი და იგივე კითხვაზე, ერთი და იგივე პასუხი რამდენჯერ შეიძლება გავცე. მოვუფრთხილდეთ რა ერთმანეთის ფსიქიკას", - განაცხადა იმნაძემ.


ცნობისთვის, კორონავირუსი პირველად ჩინეთის, უხანის პროვინციაში 2019 წლის 30 დეკემბერსგამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ვირუსის გავრცელების დინამიკას ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა საგანგაშო უწოდა. 


ამ დროისთვის კოვიდინფექცია მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაშია დავრცელებული. 3 აპრილს მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსისგან 213 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.