"COVID 19-ით ინფიცირებულ დეპუტატს ზიარება არ მიუღია"

  • 3 აპრილი 15:30

"COVID 19-ით ინფიცირებული რუსთავის საკრებულოს დეპუტატი წირვა-ლოცვას არ დასწრებია და არც ზიარება მიუღია", - ამის შესახებ რუსთავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურის, მამა მიქაელ ჭაბაშვილმა განაცხადა.

მოძღვრის ინფორმაციით, ინფიცირებულს მრევლის წევრებთან კონტაქტი ეკლესიის გარეთ ჰქონდა.


"ეს ადამიანი არ ესწრებოდა წირვას, არ ზიარებულა და არ შეხვედრია მრევლს. ხოლო სხვაგან თუ ვინმეს სადმე შეხვდა, ჩვენი მრევლის დიდი ნაწილი იზოლაციაშია მაგის გამო. იმიტომ, რომ ზოგი საკრებულოში მუშაობს, ზოგი მეზობელია მისი, ზოგი მეგობარია, ამიტომ შეხვდა და ისინი არიან ახლა იზოლაციაში. ჩვენ ჩვეულებრივად, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ვწირავთ კიდევაც, ვაზიარებთ კიდევაც და სახლში მივდივართ ავადმყოფებთან და იქ ვნახულობთ და ვაზიარებთ," - განაცხადა მოძღვარმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.


ცნობისთვის, COVID 19-ით ინფიცირებულ რუსთავის საკრებულოს დეპუტატს შეხება ჰქონდა თანამშრომლებთან, კოლეგებთან და ეკლესიის მრევლთან. თავად დეპუტატი და მისი ოჯახის კიდევ ორი წევრი COVID 19-ის დიაგნოზით კლინიკებში მკურნალობენ. 


წყარო