"მახსოვს ჩემმა მშობლებმა მოსკოვში ადიდასის სპორტული მიყიდეს და არ ვიცვამდი"- რას წერს დემნა გვასალია

  • 9 ოქტომბერი 16:56

ცნობილი დიზაინერი დემნა გვასალია სოციალურ ქსელში იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც მშობლებმა მოსკოვში ადიდასის სპორტულები უყიდეს. 

“საბჭოთა კავშირში დასავლეთის პროდუქტები ხელმისაწვდომი არ იყო. ძალიან ელიტური იყო. მახსოვს ჩემმა მშობლებმა მოსკოვში ადიდასის სპორტული მიყიდეს და არ ვიცვამდი, სანამ არ დაპატარავდა, რადგან ჩემთვის ისეთი მშვენიერი რამ იყო! ეს ადიდასი იყო! თითქოს ლამბორგინი მყავდა. როდესაც პირველი ჯინსი ვიყიდე, საბჭოთა ჯინსი არა, დასავლური ნამდვილი დენიმი, მთელი წელი ეგ მეცვა.“ - დემნა გვასალია